დაბ. 3
3
დაცემა
1და მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და ჰკითხა გველმა დედაკაცს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?“
2და დედაკაცმა უპასუხა: „ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა.
3ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა: ‘არ ჭამოთ მისგან და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.’“
4და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ მოკვდებით.
5რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“.
6და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა.
7და აეხილათ თვალები ორივეს, და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემოსარტყლები.
8და მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ ადამი და მისი დედაკაცი უფალ ღმერთს ბაღის ხეთა შორის.
9და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: „სადა ხარ?“
10და თქვა ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.“
11და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხიდან, რომელზეც გამცნე, რომ არ გეჭამა, მოსწყვიტე ნაყოფი?“
12და უთხრა ადამმა: „დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხიდან და შევჭამე.“
13და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა გააკეთე?“ და უთხრა დედაკაცმა: „გველმა მაცდუნა და შევჭამე.“
14და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ შენ მხეცთა და მინდვრის ყველა ცხოველთა შორის. მუცელზე იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე.
15და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.“
16და უთხრა დედაკაცს: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.“
17და ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე.
18და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ, და ჭამდე მინდვრის ბალახს.
19შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.“
20და უწოდა ადამმა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა.
21და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.
22და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომ არ გახდეს უკვდავი“.
23და გაიყვანა უფალმა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან სამუშაოდ მიწაზე, რომლისგანაც იყო იგი აღებული.
24და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 3: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: