Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

Genesis 14

14
1შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ 2ბრძოლა გაუმართეს სოდომის მეფე ბერაყს, გომორას მეფე ბირშაყს, ადმას მეფე შინაბს, ცებოიმის მეფე შემებერს და ბელაყის ანუ ცოყარის მეფეს. 3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა#14:3 მკვდარი ზღვა. 412 წელიწადი ემორჩილებოდნენ ისინი ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აუჯანყდნენ. 5მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთეროთ-კარნაიმში, ზუზიმელნი ჰამში, ემიმები შავე-კირიათაიმში, 6და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან. 7და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ახლანდელ კადეშთან, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი – ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი. 8და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის, ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა 9ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს – ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ. 10სიდიმის ველზე იყო ფისის უამრავი ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ. 11წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი სარჩო, და წავიდნენ. 12და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ.
13და მოვიდა ერთი გადარჩენილი კაცი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. 14როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაუყვანიათო ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი 318 მსახური და სდია მტერს დანამდე. 15და დაყო აბრამმა თავისი კაცები ღამით, და გაანადგურეს მტერი და სდიეს მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. 16და დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, ქალებიცა და ხალხიც.
17და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე, რომელსაც სამეფო ველსაც უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ. 18და მელქიცედეკმა, სალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.#ებრ 7:1-10. 19და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულ იყოს აბრამი ცისა და მიწის შემოქმედის, უზენაესი ღმერთის მიერ. 20და კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი. 21და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.“ 22მაგრამ უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „უფალს, უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, 23თუ თითზე გადახვევა რამ ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი; 24გარდა იმისა, რაც ჩემმა მსახურებმა შეჭამეს, და რაც ჩემთან მყოფ კაცებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.“

Zvasarudzwa nguva ino

Genesis 14: ქბსვ

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda