Genesis 3
3
1გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“#გცხ 12:9; 20:2. 2და მიუგო დედაკაცმა გველს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, 3ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ დაიხოცებითო.“ 4და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ დაიხოცებით. 5მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.“ 6დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი ჩანდა საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, და მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. და მისცა თავის ქმარს და კაცმაც შეჭამა. 7და აეხილათ თვალები ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. და გადააკერეს ლეღვის ფოთლები და წინსაფენები გაიკეთეს.
8და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის. 9და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „ადამ, სადა ხარ?“ 10და მიუგო ადამმა: „შენი ხმა გავიგონე ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.“ 11და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხის ნაყოფი შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?“ 12და უთხრა ადამმა: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.“ 13და ჰკითხა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა ჩაიდინე?“ და თქვა დედაკაცმა: „გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.“#2კო 11:3; 1ტმ 2:14. 14და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი შენი სიცოცხლე! 15მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის,#გცხ 12:17. და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“ 16და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.“ 17და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე!#ებრ 6:8. 18და ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მან და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო! 19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“ 20და დაარქვა ადამმა თავის ცოლს ევა,#3:20 ებრ. ევა მსგავსია სიტყვისა სიცოცხლე რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა. 21და უქმნა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა ისინი.
22და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. ახლა, ვაითუ, გაიწოდოს ხელი და მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, შეჭამოს და მარადიულად იცოცხლოს!“#გცხ 22:14. 23და გაუშვა ადამი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული. 24და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად.
Zvasarudzwa nguva ino
Genesis 3: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: