Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

Genesis 5

5
1ეს არის წიგნი ადამის მოდგმისა; როცა ღმერთმა შექმნა კაცი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. 2კაცად და ქალად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად „ადამიანი“#5:2 ებრ ადამ მათი შექმნის დღეს.#დაბ 1:27,28.#მთ 19:4; მრკ 10:6.
3ადამმა 130 წელი იცოცხლა და შეეძინა ძე, თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. 4შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა 800 წელი, და შვა ძენი და ასულნი. 5და სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო 930 წელი და მოკვდა.
6იცოცხლა შეთმა 105 წელი და შვა ენოში. 7იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ 807 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 8და სრული ხანი შეთისა იყო 912 წელი და მოკვდა.
9და იცოცხლა ენოშმა 90 წელი და შვა კენანი. 10იცოცხლა ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ 815 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 11და სრული ხანი ენოშისა იყო 905 წელი და მოკვდა.
12იცოცხლა კენანმა 70 წელი და შვა მაჰალალელი. 13იცოცხლა კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ 840 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 14სრული ხანი კენანისა იყო 910 წელი და მოკვდა.
15იცოცხლა მაჰალალელმა 65 წელი, და შვა იარედი. 16იცოცხლა მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ 830 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 17იცოცხლა მაჰალალელმა 895 წელი და მოკვდა.
18იცოცხლა იარედმა 162 წელი და შვა ენოქი. 19ენოქის დაბადების შემდეგ იცოცხლა იარედმა 800 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 20სრული ხანი იარედისა იყო 962 წელი და მოკვდა.
21იცოცხლა ენოქმა 65 წელი და შვა მათუსალა. 22და დადიოდა ენოქი ღმერთის გზით მათუსალას დაბადების შემდეგ 300 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 23სრული ხანი ენოქისა იყო 365 წელი. 24და დადიოდა ენოქი ღმერთის გზით; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა.#ებრ 11:5; იუდ 1:14.
25იცოცხლა მათუსალამ 187 წელი და შეეძინა მას ლამექი. 26იცოცხლა მათუსალამ ლამექის დაბადების შემდეგ 782 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 27სრული ხანი მათუსალასი იყო 969 წელი და მოკვდა.
28იცოცხლა ლამექმა 182 წელი, და შვა ვაჟი. 29და დაარქვა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებსო ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში მიწაზე, რომელიც დაწყევლაო უფალმა. 30და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ 595 წელი და შვა ძენი და ასულნი. 31სრული ხანი ლამექისა იყო 777 წელი და მოკვდა.
32500 წლისა იყო ნოე, როცა შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.

Zvasarudzwa nguva ino

Genesis 5: ქბსვ

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda