Genesis 7
7
1და უთხრა უფალმა ნოეს: „შედით შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე მთელს ამ თაობაში! 2ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი; 3ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა იცოცხლოს მათმა ნაშიერმა მთელს დედამიწაზე. 4რადგან შვიდი დღის შემდეგ მოვიყვან წვიმას მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და მიწის პირისაგან წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“ 5და ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა უბრძანა.
6600 წლისა იყო ნოე, როდესაც წარღვნა დაიწყო დედამიწაზე. 7და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები;#მთ 24:38,39; ლკ 17:27. 8წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი, 9წყვილ-წყვილად შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. 10და შვიდი დღის შემდეგ წარღვნა დაიწყო დედამიწაზე.
11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს, ამოხეთქეს დიდი უფსკრულის წყაროებმა და გაიხსნა ცათა სარკმელნი. 12და აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე.#2პტ 3:6. 13იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების სამი ცოლი მათთან ერთად, 14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი შინაური პირუტყვი, ყოველგვარი ქვემძრომი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი. 15და შევიდა ნოესთან ერთად კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. 16და მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელი და შევიდა კიდობანში, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, და დაუგმანა მას კარი უფალმა.
17და 40 დღეს იყო წარღვნა მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი. 18და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. 19და მეტისმეტად მომძლავრდა წყალი მიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა ცისქვეშეთში. 2015 წყრთით აიწია წყალმა მათზე მაღლა და დაფარა მთები. 21და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც მოძრაობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. 22და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიხოცა. 23მიწის პირისაგან აღიგავა ყოველი არსება, რაც კი იყო – კაციდან პირუტყვამდე. ცოცხალი არსებანი ხმელეთზე და ცის ფრინველნი აღიგავნენ მიწის პირისაგან. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. 24და მატულობდა წყალი მიწაზე 150 დღე.
Zvasarudzwa nguva ino
Genesis 7: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: