John 2
2
1მესამე დღეს იყო ქორწილი გალილეის კანაში და იყო იქ იესოს დედა. 2იესო და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში. 3და როდესაც ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება დედა იესოს: „ღვინო აღარა აქვთ.“ 4ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, ქალო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“ 5ეუბნება მისი დედა მსახურებს: „გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით.“ 6იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმედის წესისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. 7ეუბნება მათ იესო: „აავსეთ ეს ჭურჭლები წყლით.“ და მათაც აავსეს ისინი პირამდე. 8და ეუბნება მათ: „ახლა კი ამოიღეთ და მიართვით სუფრის თავს.“ და მიართვეს. 9როდესაც სუფრის თავმა გაუსინჯა გემო წყალს, რომელიც ღვინოდ იქცა – მან არ იცოდა, რა ღვინო იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც წყლით აავსეს – დაუძახა სიძეს 10და უთხრა: „ყოველი კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როდესაც შეთვრებიან – მდარეს. შენ კი აქამდე შემოგინახავს უკეთესი ღვინო.“ 11ასე დაუდო იესომ სათავე სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და იწამეს მისი მისმა მოწაფეებმა. 12ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმში ის და მისი დედა, ძმები და მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღე. #მთ 4:13.
13მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. #გამ 12:1-27. 14და ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი, და იქ მსხდომი ფულის მცვლელები. 15და გააკეთა საბელის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის მცვლელებს მონეტები დაუბნია და დახლები აუყირავა. 16მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად.“ 17გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“#ფს 69:9. 18მიმართეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა სასწაულს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ 19მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“#მთ 26:61; 27:40; მრკ 14:58; 15:29. 20უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ?“ 21ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ამბობდა. 22როდესაც ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ეს რომ თქვა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა მათ.
23ხოლო როდესაც იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. 24თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავს, რადგან ყველას სცნობდა. 25და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.
Zvasarudzwa nguva ino
John 2: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: