Logo YouVersion
Ikona Hľadať

დაბ. 14

14
აბრამი იხსნის ლოტს
1და შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორ-ლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ
2დაიწყეს ომი სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
3ყველა ესენი შეერთდნენ სიდიმის ველზე, (სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა).
4თორმეტ წელს ემონებოდნენ ისინი ქედორ-ლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს ამბოხდნენ.
5და მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორ-ლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთაროთ-კარნაიმში, ზუზელნი ჰამში, ემიელნი შავე-კირიათაიმში
6და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
7და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ეს კადეშია, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
8და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა
9ყელამის მეფე ქედორ-ლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს. ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ.
10სიდიმის ველზე იყო უამრავი ფისის ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფენი და ჩაცვივდნენ იქ. და დანარჩენნი უკუიქცნენ მთებში.
11და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი საზრდო, და წავიდნენ.
12და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ.
13და მოვიდა ლტოლვილი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
14როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაეყვანათ ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი მსახური, და სდია მტერს დანამდე.
15და დარაზმა აბრამმა თავისი კაცები ღამით და გაიყვანა მათ წინააღმდეგ, და გაანადგურა ისინი, და სდია მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
16და დაიბრუნა მთელი ქონება და აგრეთვე თავისი ძმისწული, ლოტი, მთელი მისი ქონებითა; ქალები და ხალხი.
ღმერთი ეცხადება აბრამს
ცისა და მიწის უფლად და პატრონად
17და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე (ეს არის სამეფო ველი) ქედორლაღომერისა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
18და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა.
19და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ.
20და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.
21და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, და ქონება დაიტოვე შენთვის.“
22და უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „ავაპყრობ ჩემს ხელებს უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა,
23თუ ძაფიდან ფეხსამოსის თასმამდე რამე ავიღო იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო აბრამი,
24გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.

Aktuálne označené:

დაბ. 14: GEO02

Zvýraznenie

Zdieľať

Kopírovať

None

Chceš mať svoje zvýraznenia uložené vo všetkých zariadeniach? Zaregistruj sa alebo sa prihlás