Logo YouVersion
Ikona Hľadať

დაბ. 7

7
1და უთხრა უფალმა ნოეს: „შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში
2ყოველი წმიდა პირუტყვისაგან შეიყვანე შვიდ-შვიდი – მამალი და დედალი, და პირუტყვისაგან, რომელიც არაა წმიდა, ორ-ორს – მამლსა და დედალს.
3აგრეთვე ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდს – მამალსა და დედალს, რათა იცოცხლოს მათმა შთამომავლობამ მთელს მიწის პირზე.
4რადგან შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და პირისაგან მიწისა წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“
5და გააკეთა ნოემ ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა.
6და ნოე იყო ექვსასი წლისა, როდესაც მოვიდა წარღვნის წყალი მიწაზე.
7და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები,
8წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
9ორ-ორნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს.
10და შვიდი დღის შემდეგ წარღვნის წყალი მოვიდა ქვეყანაზე.
11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
12და იყო წვიმა მიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
13და იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მათთან ერთად,
14ისინი და ყოველი ცხოველი თავისი გვარისამებრ, ყოველი პირუტყვი თავისი გვარისამებრ, ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, თავისი გვარისამებრ, და ყოველი ფრინველი თავისი გვარისამებრ, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
15და შევიდნენ ნოესთან კიდობანში ორ-ორი ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც იყო სული სიცოცხლისა.
16და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი.
17და იყო წარღვნა ორმოცი დღე მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი.
18და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და წავიდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
20თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები.
21და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიღუპა.
23აღიგავა ყოველივე არსებული, რაც მიწის პირზე იყო; ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე აღიგავნენ მიწიდან. და გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
24და ძლიერდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღე.

Aktuálne označené:

დაბ. 7: GEO02

Zvýraznenie

Zdieľať

Kopírovať

None

Chceš mať svoje zvýraznenia uložené vo všetkých zariadeniach? Zaregistruj sa alebo sa prihlás