1
დაბ. 21:1
ბიბლია
და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა, და გააკეთა უფალმა სარასთვის, როგორც ამბობდა.
Yenzanisa
Ongorora {{vhesi}}
2
დაბ. 21:17-18
და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა იქიდან, სადაც ის იმყოფება. ადექ, ააყენე ყრმა და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.“
3
დაბ. 21:2
და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
4
დაბ. 21:6
და თქვა სარამ: „სასაცილო გამხადა მე უფალმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.“
5
დაბ. 21:12
და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ სწუხხარ ყრმაზე და შენს მხევალზე. რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი.
6
დაბ. 21:13
და ამ მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ის შენი თესლია.“
Pekutangira
Bhaibheri
Zvirongwa
Mavideo