1
დაბ. 22:14
ბიბლია
და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,“ როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.“
Yenzanisa
Ongorora {{vhesi}}
2
დაბ. 22:2
და უთხრა მან: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.“
3
დაბ. 22:12
და თქვა: „არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.“
4
დაბ. 22:8
და უთხრა აბრაამმა: „ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს სრულადდასაწველად, შვილო.“ და ორივენი მიდიოდნენ ერთად.
5
დაბ. 22:17-18
ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“
6
დაბ. 22:1
და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და თქვა: „აქა ვარ!“
7
დაბ. 22:11
და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და თქვა: „აბრაამ! აბრაამ!“ და მან უპასუხა: „აქა ვარ!“
8
დაბ. 22:15-16
უფლის ანგელოზმა მეორედ მოუხმო ზეციდან აბრაამს. და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი
9
დაბ. 22:9
და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ.
Pekutangira
Bhaibheri
Zvirongwa
Mavideo