Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

დაბ. 13

13
აბრამის დაბრუნება ეგვიპტიდან
1და წავიდა აბრამი ეგვიპტიდან ნეგებისაკენ თავის ცოლთან და ლოტთან ერთად. თან ჰქონდა ყველაფერი, რაც ებადა.
2აბრამი ძალზე მდიდარი იყო საქონლის ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3გაემგზავრა ნეგებიდან ბეთელისაკენ, იმ ადგილამდე, სადაც უწინ მისი კარავი იყო ბეთელსა და ჰაღაის შორის,
4იმ ადგილამდე, სადაც მან პირველად ააგო სამსხვერპლო და იქ მოუხმო აბრამმა უფლის სახელს.
5და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
6და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
7და ატყდა დავა აბრამისა და ლოტის მწყემსთა შორის. იმ დროს ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში.
8და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ჩემსა და შენს შორის, ჩემს და შენს მწყემსებს შორის დავა, რადგან ჩვენ ძმები ვართ.
9განა მთელი ქვეყანა შენს წინ არ არის? გავიყაროთ და, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.“
10და აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იგი იყო როგორც სამოთხე უფლისა, როგორც ქვეყანა ეგვიპტისა.
11და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან.
12და აბრამი დაემკვიდრა ქანაანის ქვეყანას, ხოლო ლოტი დაემკვიდრა ხეობის ქალაქებში და გაშალა თავისი კარვები სოდომამდე.
13და მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე.
14და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან მისი განცალკევების შემდეგ: „აღაპყრე თვალები, და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ.
15რადგან მთელ ქვეყანას, რომელსაც ხედავ, შენ მოგცემ და შენს თესლს უკუნისამდე.
16და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც მტვერს მიწისას. და თუ ვინმე შეძლებს მტვრის აღრიცხვას, მაშინ შენი შთამომავლობაც აღირიცხება.
17და ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.“
18და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუშენა იქ სამსხვერპლო უფალს.

Zvasarudzwa nguva ino

დაბ. 13: GEO02

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda