დაბ. 20
20
აბრაამი იჩენს სისუსტეს
1და გაემგზავრა აბრაამი ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, გერარში.
2და თქვა აბრაამმა თავის ცოლზე, სარაზე, რომ მისი და იყო იგი და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა.
3და მოევლინა აბიმელექს სიზმარში ღმერთი და უთხრა მას: „აჰა, შენ მკვდარი ხარ იმ ქალის გულისათვის, რომელიც მოიყვანე, რადგან ის ქმრიანია!“
4მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „ბატონო, ნუთუ მართალ ხალხსაც გაწყვეტ?
5ხომ მითხრა მან ‘ჩემი და არისო?’ და ქალმაც თვითონ თქვა ‘ჩემი ძმა არისო!’ ჩემი გულწრფელობითა და უდანაშაულო ხელით ჩავიდინე ეს.“
6და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ გულწრფელობით ჩაიდინე ეს, და მეც განგარიდე ჩემს წინაშე ცოდვისაგან. ამიტომ არ მიგაკარე მას!
7და ახლა დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია ის, და ილოცებს შენთვის, და იცოცხლებ. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, ნამდვილად მოკვდებით შენ და შენთან ერთად ყველა შენიანი.“
8და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად, და შეშინდნენ კაცები დიდად.
9და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა მას: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!“
10და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა გქონდა განზრახული, ეს საქმე რომ ჩაიდინე?“
11და უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
12ის კი მართლაც ჩემი და არის, რადგან ასულია მამაჩემისა, თუმცა დედაჩემის ასული არ არის. და გახდა ჩემი ცოლი.
13და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: „ეს იქნება შენი მადლი, რომელსაც იზამ ჩემთვის ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ. თქვი ჩემზე: ‘ჩემი ძმა არის-თქო’“.
14და მოასხა აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და თან დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი.
15და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“
16და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ეს გქონდეს ყველასათვის თვალის ასაფარებლად, ვინც შენთანაა, და ყველას წინაშე გამართლებული ხარ.“
17და შეევედრა აბრაამი ღმერთს და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი, და მისი მხევალნი, და კვლავ შობდნენ ისინი.
18რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 20: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: