Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

დაბ. 21

21
ისაკის დაბადება
1და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა, და გააკეთა უფალმა სარასთვის, როგორც ამბობდა.
2და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3და აბრაამმა უწოდა ისაკი თავის ძეს, შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც უთხრა მას ღმერთმა.
5და აბრაამი იყო ასი წლის, როდესაც შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.
6და თქვა სარამ: „სასაცილო გამხადა მე უფალმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.“
7და თქვა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებდა ძუძუს? რადგან ვშობე სიბერის ძე.“
8და გაიზარდა ბავშვი, და მოსხლიტეს იგი ძუძუს. და აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს.
9და იხილა სარამ, რომ ძე ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელიც მან უშვა აბრაამს, დასცინოდა.
10და უთხრა მან აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი თავისი ძითურთ, რომ არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან, ისაკთან.“
11და შეაწუხა დიდად აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ სწუხხარ ყრმაზე და შენს მხევალზე. რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი.
13და ამ მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ის შენი თესლია.“
14და ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკი და მისცა ჰაგარს, და აჰკიდა ზურგზე და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა იგი და გზა დაებნა ბეერ-შებაყის უდაბნოში.
15და გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, და მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16და წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან თქვა: ნუმც დავინახო ბავშვის სიკვდილიო. და დაჯდა მოშორებით, და აღიმაღლა ხმა და აქვითინდა.
17და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა იქიდან, სადაც ის იმყოფება.
18ადექ, ააყენე ყრმა და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.“
19და აუხილა ღმერთმა თვალები, და დაინახა მან წყლიანი ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას.
20და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა იგი და ცხოვრობდა უდაბნოში, და შეიქმნა მშვილდოსანი.
21და ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ,
23და ახლა დამიფიცე აქ ღმერთით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს ნაშიერთ და არც ჩემს მონაგარს. მადლისამებრ, როგორც მე გექცეოდი, ისე მომექეცი მე და იმ ქვეყანას, რომელშიც შენ ხიზნობ.“
24და უთხრა აბრაამმა: „გეფიცები!“
25და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა.
26და უთხრა აბიმელექმა: „არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე, და შენც არ გითქვამს ჩემთვის, და მეც არაფერი მსმენია დღემდე.“
27და აიყვანა აბრაამმა ცხვარი და ზვარაკი და მისცა აბიმელექს, და ორივემ შეკრა კავშირი.
28და დააყენა აბრაამმა შვიდი კრავი ცალკე,
29და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომელნიც დააყენე ცალკე?“
30და მან უპასუხა: „რადგან ამ შვიდ კრავს შენ მიიღებ ჩემი ხელიდან, რაც იქნება ჩემთვის იმის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.“
31ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან იქ დაიფიცა ორივემ.
32და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს.
34და ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი.

Zvasarudzwa nguva ino

დაბ. 21: GEO02

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda