დაბ. 22
22
ისაკის მიყვანა სამსხვერპლოდ
1და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და თქვა: „აქა ვარ!“
2და უთხრა მან: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.“
3და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.
4მესამე დღეს აღაპყრო აბრაამმა თვალი და დაინახა შორიდან ის ადგილი.
5და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ დარჩით აქ, სახედართან, მე და ბიჭი კი წავალთ და როდესაც თაყვანს ვცემთ, დავბრუნდებით თქვენთან.“
6და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისაკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად.
7და უთხრა ისაკმა თავის მამას აბრაამს: „მამა!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, შვილო!“ და თქვა: „აჰა, ცეცხლი და შეშა აქ არის, სადაა კრავი სრულადდასაწველად?“
8და უთხრა აბრაამმა: „ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს სრულადდასაწველად, შვილო.“ და ორივენი მიდიოდნენ ერთად.
9და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ.
10და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად.
11და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და თქვა: „აბრაამ! აბრაამ!“ და მან უპასუხა: „აქა ვარ!“
12და თქვა: „არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.“
13და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად.
14და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,“ როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.“
15უფლის ანგელოზმა მეორედ მოუხმო ზეციდან აბრაამს.
16და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,
17ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
18და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“
19და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბერშებაყში.
20და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს: „მილქამაც უშვა ძენი ნახორს, შენს ძმას:
21ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, მისი ძმა, კემუელი, არამის მამა,
22ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.“
23ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას.
24და მის ხარჭას, სახელად რეუმს, ასევე ეყოლა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 22: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: