Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

დაბ. 29

29
იაკობი ხარანში
1და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლეთისაკენ.
2და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და ეყარა მასთან სამი ცხვრის ფარა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს. და დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე.
3და იკრიბებოდა იქ ყველა ფარა; გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ კვლავ აბრუნებდნენ ქვას თავის ადგილზე, ჭის პირზე.
4და უთხრა მათ იაკობმა: „ჩემო ძმებო, საიდან ხართ თქვენ?“ და თქვეს: „ხარანიდან ვართ!“
5და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?“ და თქვეს: „კარგად ვიცნობთ.“
6და უთხრა მათ: „მშვიდობითაა?“ და თქვეს: „მშვიდობით არის. აჰა, რახელი, მისი ასული, მიერეკება ცხვარს.
7და მან თქვა: „ჯერ კიდევ დიდია დღე: დრო არაა ცხვრის შეკრებისა. ასვით წყალი და წაასხით საძოვრად.“
8თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაცურებენ ქვას ჭის პირიდან; და მაშინ ვასმევთ წყალს ჩვენს ცხვარს.“
9იგი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ რახელი მოვიდა თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყესავდა ცხვარს.
10და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის, თავისი დედის ძმის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და ასვა წყალი თავისი ბიძის ცხვარს.
11და აკოცა იაკობმა რახელს, და ხმამაღლა ატირდა.
12და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. და გაიქცა რახელი და ამცნო თავის მამას.
13და როცა მოისმინა ლაბანმა ამბავი იაკობისა, თავისი დისწულისა, წამოვიდა მის შესახვედრად და გადაეხვია მას, და წაიყვანა იგი თავის სახლში. და მან მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი.
14და უთხრა მას ლაბანმა: „მართლა ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ!“ – და დარჩა მასთან იაკობი ერთი თვე.
15შემდეგ უთხრა ლაბანმა იაკობს: „მუქთად ხომ არ უნდა მემსახურო, რაკი ჩემი ნათესავი ხარ? მითხარი, რა არის შენი საზღაური?“
16და ჰყავდა ლაბანს ორი ასული, უფროსს ერქვა სახელად ლეა, ხოლო უმცროსს – რახელი.
17და სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი იყო ლამაზი ტანად და მშვენიერი სახით.
18და შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისათვის.“
19და თქვა ლაბანმა: „უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან.“
20და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისათვის. და ერთ დღედ მოეჩვენა ეს დრო, ისე უყვარდა იგი.
21და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შევასრულე ჩემი დღეები და შევალ მასთან.“
22და შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი.
23საღამოჟამს აიყვანა ლაბანმა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა ის მასთან.
24და მისცა მას ლაბანმა ზილფა, მისი მხევალი ლეას მხევლად.
25და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“
26და ლაბანმა უთხრა მას: „ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ უმცროსი გავათხოვოთ უფროსზე ადრე.
27გაასრულე ეს შვიდეული და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რომელსაც შეასრულებ მომავალ შვიდ წელიწადში.“
28და იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდეული და მან მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს, მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
30და შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს კიდევ შვიდ წელიწადს.
31და როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
32და დაორსულდა ლეა, და ეყოლა მას ძე, და უწოდა მას სახელად რეუბენი, რადგან თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, და შემიყვარებს ახლა ჩემი ქმარი.“
33და კვლავ დაორსულდა, და შობა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.“ და უწოდა მას სახელად სიმონი.
34და დაორსულდა კვლავ, და შობა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომეხვევა ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას სამი ძე.“ და უწოდა მას სახელად ლევი.
35და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან ვმადლობ უფალს.“ ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.

Zvasarudzwa nguva ino

დაბ. 29: GEO02

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda