Genesis 8
8
1და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და იკლო წყალმა. 2და დაწყდა უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელნი. და შეწყდა წვიმა ცათაგან. 3და უკუიქცა წყალი მიწიდან, და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს. 4და გაჩერდა კიდობანი მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებზე. 5წყალი თანდათან იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.
640 დღის დასასრულს გააღო ნოემ სარკმელი, კიდობანს რომ ჰქონდა დატანებული, 7და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწაზე. 8შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ გაეგო, თუ დაიკლო წყალმა მიწაზე. 9მაგრამ ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და უკანვე მოუბრუნდა მას კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწაზე. და გაიწოდა ხელი ნოემ, და აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. 10და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამო ჟამს და მას ზეთისხილის ახლადმოგლეჯილი რტო ეჭირა ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამწყდარიყო წყალი მიწაზე. 12და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან; და მტრედი აღარ დაბრუნდა მასთან.
13ნოეს დაბადებიდან 601 წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ სახურავი ახადა კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი. 14და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღისთვის უკვე გამოშრა მიწა. 15და უთხრა ღმერთმა ნოეს: 16„გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები. 17გამოიყვანე ყოველი ცხოველი, რომლებიც შენთან არიან, ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, განაყოფიერდნენ და იმრავლონ.“ 18და გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები, 19და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი მოძრავი არსება, თავ-თავისი სახის მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
20და აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს; და მოიღო ყოველი წმიდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და მიიტანა სრულადდასაწველ მსხვერპლად სამსხვერპლოზე. 21და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, თუმცა კი სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი მათი ზრახვა. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, როგორც ეს გავაკეთე. 22ვიდრე დედამიწა იარსებებს, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.“
Zvasarudzwa nguva ino
Genesis 8: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა