John 15
15
1„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ჩემი მამა კი მევენახეა. 2ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს გაწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. 3თქვენ უკვე განწმედილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4დარჩით ჩემში და მე თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. 5მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. 6ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. ისინი მოგროვდება, ცეცხლში ჩაიყრება და დაიწვება. 7თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ. 8ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით. 9როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. 10თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. 11ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სრული იყოს. 12ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. #იო 13:34; 15:17; 1 იო 3:23; 2 იო 5. 13არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის. 14თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად. 15აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ. 16თქვენ არ აგირჩევივართ მე, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს. მაშინ რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. 17ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18თუ თქვენ ქვეყნიერებას სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე ადრე მე მომიძულა. 19თქვენ რომ ქვეყნიერებისანი იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ ქვეყნიერებისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას. 20გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: ‘მონა არ არის თავის ბატონზე დიდი.’ მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გდევნიან; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. #მთ 10:24; ლკ 6:40; იო 13:16. 21მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვებისათვის. 23ვისაც მე ვძულვარ, მას ჩემი მამაც სძულს. 24მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც. 25მაგრამ აღსრულდება მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ მომიძულეს მე.’#ფს 35:19; 69:4. 26როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან – ჭეშმარიტების სული – რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. 27და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.“
Zvasarudzwa nguva ino
John 15: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: