Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

John 16

16
1„ეს ყველაფერი გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ. 2სინაგოგებიდან გაგაძევებენ, და მოდის ჟამი, როდესაც ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. 3ასე მოიქცევიან, რადგან ვერ იცნეს ვერც მამა და ვერც მე. 4მაგრამ ეს გითხარით ახლა, რათა, როდესაც მოვა ეს დრო, გაიხსენოთ, რომ მე ეს გითხარით.
თავიდანვე არ მითქვამს ეს, რადგან თქვენთან ვიყავი. 5ხოლო ახლა მივდივარ ჩემს მომავლინებელთან, და თქვენგან არც ერთი არ მეკითხება: ‘სად მიდიხარ?’ 6მაგრამ ეს რომ გითხარით, მწუხარებამ აღავსო თქვენი გული. 7მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ვერ მოვა ნუგეშისმცემელი თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. 8და როდესაც ის მოვა, ამხელს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და განსასჯელის გამო. 9ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს; 10სიმართლის გამო, რომ მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე; 11განსასაჯელის გამო, რომ ქვეყნიერების მთავარი განსჯილია. 12კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვერ იტვირთავთ. 13ხოლო როდესაც მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, ის შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისას კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც მოისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. 14იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. 15ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
16ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ მე; და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ მე.“ 17ზოგიერთმა მისმა მოწაფემ თქვა ერთმანეთში: „რა არის ეს, რომ გვეუბნება: ‘ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ; და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ?’ და: ‘მამასთან მივდივარ მე?’“ 18და ამბობდნენ: „რა არის ეს, რომ ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობს.“ 19მიხვდა იესო, რომ უნდოდათ ეკითხათ მისთვის, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, რომ მე ვთქვი: ‘ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ. და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ მე?’ 20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენ იტირებთ და ივალალებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს; თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცევა. 21ქალი, როდესაც მშობიარობს, წუხს, რადგან მისი ჟამი მოვიდა. ხოლო როდესაც შობს ყრმას, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე. 22თქვენც მწუხრებით ხართ აღვსილნი ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ. 23იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. 24აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული.
25აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როდესაც აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ ცხადად გაუწყებთ მამის შესახებ. 26იმ დღეს ითხოვთ ჩემი სახელით და არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის, 27რადგან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი. 28მამისგან გამოვედი და ქვეყნიერებაზე მოვედი. და კვლავ ვტოვებ ქვეყნიერებას და მივდივარ მამასთან.“ 29უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა ცხადად ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ. 30ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი.“ 31მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ? 32აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როდესაც გაიფანტებით, ყოველი კაცი თავ-თავისთვის და მე მარტოდ დამტოვებთ; მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამა ჩემთან არის. 33ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“

Zvasarudzwa nguva ino

John 16: ქბსვ

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda