John 17
17
1ეს თქვა იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. 2რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე. 4შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. 5ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე. 6შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. 7ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, გადავეცი მათ. და მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9მათთვის გევედრები; ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, რადგან შენები არიან ისინი. 10ყველაფერი ჩემი – შენია, შენი კი – ჩემი, და მე მათში განვდიდდი. 11მე აღარა ვარ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ესენი არიან ქვეყნიერებაზე. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ისინი, რომლებიც მე მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. 12როდესაც მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, დავიფარე, და არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულდეს წერილი. #ფს 41:9; იო 13:18. 13ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ამ ქვეყნად ვამბობ, რათა ჰქონდეთ ჩემი სიხარული სრულად. 14მე მათ მივეცი შენი სიტყვა, და ქვეყნიერებამ მოიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერებისანი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა. 15არ გევედრები, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან. 16ქვეყნიერებისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა. 17განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება. 18როგორც შენ მომავლინე მე ქვეყანაზე, მეც ასევე მივავლენ მათ ქვეყანაზე. 19ჩემს თავს განვიწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდები იყვნენ ჭეშმარიტებაში. 20მე მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც ჩემი მორწმუნე გახდება მათი სიტყვით. 21რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე შენში, რათა ისინიც ერთიანნი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე. 22და დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. 23მე მათში და შენ ჩემში, რათა მათი ერთიანობა სრულყოფილი იყოს, და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24მამაო, მსურს, რომ იქ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მე მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც მე მომეცი, რადგან შემიყვარე სამყაროს შექმნამდე. 25მამაო მართალო, ქვეყნიერებამ არ გიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე მე. 26მე ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“
Zvasarudzwa nguva ino
John 17: ქბსვ
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: