1
Genesis 9:12-13
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
და თქვა ღმერთმა: „ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც მე ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, საუკუნოდ. ჩემი მშვილდი, ჩემი ცისარტყელა, ჩავდე ღრუბელში ჩემსა და ქვეყანას შორის აღთქმის ნიშნად.
Yenzanisa
Ongorora {{vhesi}}
2
Genesis 9:16
და გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა.“
3
Genesis 9:6
და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი.
4
Genesis 9:1
და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.
5
Genesis 9:3
ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება იყოს თქვენი საჭმელი; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ თქვენ ყველაფერს.
6
Genesis 9:2
თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყოველ მხეცს, ცის ყოველ ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის მიწაზე. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთ მომიცია.
7
Genesis 9:7
მოშენდით და იმრავლეთ, მოეფინეთ მიწას და გამრავლდით მასზე.“
Pekutangira
Bhaibheri
Zvirongwa
Mavideo