და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო დედამიწაზე ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. ადამიანებს გონება დაეკარგება შიშით და მსოფლიოზე მოსახდენის მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.