Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

დაბ. 5

5
ადამის შთამომავლობა შეთიდან ნოემდე
1ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
2მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს.
3იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი.
4და შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა რვაასი წელი, და შვა ძენი და ასულნი.
5და იქმნენ ყოველნი დღენი ადამისა, რაც მან იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელიწადი, და მოკვდა.
6და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი, და შვა ენოში.
7და იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
8და იქმნენ ყოველნი დღენი შეთისა ცხრაას თორმეტი წელიწადი, და მოკვდა.
9და იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი, და შვა კაინანი.
10და იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
11და იქმნენ ყოველნი დღენი ენოშისა ცხრაას ხუთი წელიწადი, და მოკვდა.
12და იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი, და შვა მაჰალალელი.
13და იცოცხლა კაინანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ რვაას ორმოცი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
14და იქმნენ ყოველნი დღენი კაინანისა ცხრაას ათი წელიწადი, და მოკვდა.
15და იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი, და შვა იერედი.
16და იცოცხლა მაჰალალელმა იერედის დაბადების შემდგომ რვაას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
17და იქმნენ ყოველნი დღენი მაჰალალელისა რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და მოკვდა.
ხანოქის დაბადება
18და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი, და შვა ხანოქი.
19და იცოცხლა იარედმა ხანოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
20და იქმნენ ყოველნი დღენი იარედისა ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
21და იცოცხლა ხანოქმა სამოცდახუთი წელი, და შვა მეთუშალახი.
22და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
23და იქმნენ ყოველნი დღენი ხანოქისა სამას სამოცდახუთი წელიწადი.
24და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა.
25და იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი, და შეეძინა მას ლამექი.
26და იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
27და იქმნენ ყოველნი დღენი მეთუშალახისა ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი, და მოკვდა.
28და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი, და შვა ვაჟი.
29და უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში, მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა.
30და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და შვა ძენი და ასულნი.
31და იქმნენ ყოველნი დღენი ლამექისა შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი, და მოკვდა.
32და იყო ნოე ხუთასი წლის, და შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.

Nke Ahọpụtara Ugbu A:

დაბ. 5: GEO02

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye