და აღუთქვა იაკობმა აღთქმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად,
და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
და ეს ქვა, რომელიც აღვმართე ძეგლად, იყოს ღვთის სახლი, და ყოველთაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.“