1
დაბ. 32:28
ბიბლია
და ჰკითხა მან: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ებრძოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“
Yenzanisa
Ongorora {{vhesi}}
2
დაბ. 32:26
და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, რადგან გათენდა.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ.“
3
დაბ. 32:24
და უკან მობრუნდა იაკობი მარტო. და შეებრძოლა მას კაცი განთიადამდე.
4
დაბ. 32:30
და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენიელი, რადგან თქვა: „ვიხილე ღმერთი პირისპირ, და გადარჩა ჩემი სული.“
5
დაბ. 32:25
და როცა დაინახა, რომ ვერ სძლევდა მას, შეეხო იგი მისი ბარძაყის სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ბრძოლისას.
6
დაბ. 32:27
და უთხრა მან მას: „რა გქვია შენ?“ მან უპასუხა: „იაკობი.“
7
დაბ. 32:29
შეევადრა და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი.
8
დაბ. 32:10
ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავი, რადგან მხოლოდ ჩემი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი.
9
დაბ. 32:32
ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ანგელოზი იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე.
10
დაბ. 32:9
და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო, და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: ‘დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფ,’
11
დაბ. 32:11
მიხსენ მე ჩემი ძმის ხელიდან, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე, და დედები შვილებთან ერთად.
Pekutangira
Bhaibheri
Zvirongwa
Mavideo